შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს: სერატიოპეპტიდაზა - 10 მგ, სელენი 50 მკგ.
ჩვენება:
პოსტოპერაციული და პოსტრავმატული ანთება.
ანთების საწინააღმდეგო თერაპია შემდეგი პათოლოგიების დროს:
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება:
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში სისხლდენის საშიშროებების და სისხლის შედედების დარღვევების დროს, ასევე პაციენტებში თირკმლის და ღვიძლის მძიმე პათოლოგიებით.
გვერდითი ეფექტები:
გამონაყარი და სიწითლე. მკურნალობისას თუ შეინიშნება ეს რეაქციები, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
დიარეა, იშვიათად ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, ღებინების შეგრძნება ან ღებინება.
იშვიათად სისხლდენისკენ მიდრეკილება (სისხლდენა ცხვირიდან, სისხლი ამოხველების დროს).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანთებითი შეშუპების დათრგუნვა და პოსტოპერაციული და პოსტრავმატული შეშუპების შემსუბუქება.
ხელს უწყობს ანტიბიოტიკების შეღწევადობას ქსოვილებში.
ათხიერებს და ამსუბუქებს ნახველის გამოდევნას.
ჩირქოვანი კერების გაწმენდა და დეზინფექცია.
გამოყენება:
ერთი კაფსულა სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ურთირთქმედება სხვა პრეპარატებთან:
სერატიოპეპტიდაზა აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. პრეპარატების ასეთი კომბინაცია მიღებული უნდა იქნას ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
გამოშვების ფორმა:
პროტესოლი, 3 ბლისტერი ყუთში, ყოველ ბრისტერზე 10 კაფსულა.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება
შენახვის პირობები:
მშრალ, გრილ (150C – 250C), მზის სხივებისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: Fortex Nutraceuticals Ltd, ბულგარეთი.