მოკლე რამ ჩვენს შესახებ


კომპანიის მთავარ ბიზნეს მიზანს წარმოადგენს მეცნიერულ კვლევებსა და განვითარებაზე დაფუძნებული საერთაშორისო ინოვაციური და ჯენერიული მედიკამენტების მწარმოებელი  ფარმაცევტული კომპანიების შემოყვანა საქართველოს ბაზარზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა

ჩვენი მიზანია დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, როგორც  უსაფრთხო და ხარისხიანი მედიკამენტების მიმწოდებელი კომპანია. ავამაღლოთ თერაპიული უსაფრთხოების სტანდარტები ქვეყანაში  და მაღალი ხარისხის მედიკამენტები გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი

ჩვენს მიერ საქართველოს ბაზარზე შემოტანილი ყველა მედიკამენტის ხარისხი დადასტურებულია EU GMP, FDA და ISO სერტიფიკატებით

აიპი გრუპი კვალდაკვალ მიყვება მედიცინისა და ფარმაციის ყველა სიახლეს, ირჩევს მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მედიკამენტებს

მთავარი ბიზნეს მიზნის განსახორციელებლად გულდასმით ვსწავლობთ მსოფლიო ბაზარზე არსებულ სიახლეებს, მაღალხარისხიან პროდუქტს, ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ ქარხნებთან რომელთა სამრეწველო ტექნოლოგიები სრულიად შეესაბამება თანამედროვე მედიცინის მოთხოვნებს

კომპანიის მისია  და ხედვა მკურნალობაში ერთი ნაბიჯით წინსვლას -  გაუმჯობესებული და განსხვავებული, დამატებითი ფიზიოქიმიური თვისებების მქონე ჯენერიკული ფარმაცევტული პროდუქტების  დანერგვასა და წინწაწევას  ითვალისწინებს.

აიპი გრუპი არის სივრცე სადაც მომხმარებელს ( ექიმს ფარმაცევტს, პაციენტს) აქვს შესაძლებლობა  მიიღოს სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის ინდივიდუალურად, მასზე მორგებული ყველა სერვისი და პროდუქტი

აიპი გრუპი დაარსების დღიდან ზრუნავს კომპანიის იმიჯზე, ხელს უწყობს საქართველოში ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პრევენციის კულტურის დამკვიდრებას  მრავალფეროვანი ღონისძიებებისა და სოციალური პროექტების განხორციელების მეშვეობით

 

ჯანმრთელობა და სიცოცხლის მაღალი ხარისხი - ეს არის აიპი გრუპის მთავარი სათქმელი

კომპანიის ფასეულობებია პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, თანაგრძნობა, მზრუნველობა და სიყვარული

სრულფასოვანი კეთილდღეობა - კეთილდღეობა, რომელიც ჯანმრთელობის გარეშე ვერ მიირწევა

ნუ გადადებ ცხოვრებას, იყავი ჯანმრთელი დღეს!